ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა. დეპუტატებმა 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანას უყარეს კენჭი. ცვლილებების თანახმად სოფელ მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოების პროექტის თანადაფინანსება 58, 1 ათასი ლარით გაიზარდა. აღნიშნული გზის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
გაიზარდა ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის სუფსიდია 13,5 ათასი ლარის ოდენობით. „მარგვეთი 2006“ – ის გუნდისა და გუნდის მომსახურე პერსონალის დასაჯილდოებლად 30, 0 ათასი ლარი გამოიყო.
დეპუტატებმა ასევე დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისთვის 3 ნაგავმზიდის შესაძენად, მუნიციპალიტეტის მხრიდან 750 ათას ლარს ოდენობით სესხის აღების თანხმობას დაუჭირეს მხარი.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა
13/12/2016