ზესტაფონის დაარსების 144 წლისთავი მასობრივი სახალხო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა

26/09/2016

ზესტაფონის დაარსების 144 წლისთავი მასობრივი სახალხო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა. საიუბილეო დღეები ქართული ლირიული სიმღერების ფესტივალი „სულიკო 2016“ გაიხსნა. სახალხო დღესასწაულს იმერეთის შვიდი ქალაქის მუსიკალური კოლექტივი სტუმრობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. გრან პრის მფლობელს ფულად ჯილდოსთან ერთად საგანგებოდ ფესტივალისთვის დამზადებული ჩანგი გადაეცა. მეორე დღეს ქალაქში ღვინის ფესტივალი ჩატარდა. იმერული კოლორიტი სოფლებმა ყველა წესის დაცვით წარმოადგინეს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ კულტურული ღონისძიებების მიმდინარეობისას „ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები“ გამოავლნა. საპატიო მოქალაქეების სტატუსი ოთარ ჭუმბურიძეს, კობა წაქაძეს, რეზო დოლიძეს, ჯემალ გორგოძეს, ზიზი რობაქიძეს, სერგო ვარდოსანიძეს და ლევან გველესიანს მიენიჭა. დაჯილდოვდნენ აგრეთვე საუკეთესო ღვინის მწარმოებლებიც. პირველი ადგილი (თეთრი ღვინო) და 700 ლარიანი ფულადი პრიზი გრიგოლ ჭანტურიძემ, მეორე ადგილი (თეთრი ღვინო) და 600 ლარი ავთანდილ გუნცაძემ, ხოლო მესამე ადგილი (თეთრი ღვინო) და 500 ლარიანი ფულადი პრიზი ზვიად ხუსკივაძემ აიღო. საუკეთესო შავი ღვინის წარმოებისთვის დაჯილდოვდა ასევე ლუარსაბ გიორგაძე. საიუბილეო დღეები ფეიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0