ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ხუდადოვის ტყეში უკანონოდ მოწყობილი ღობეების დემონტაჟი განახორციელა

09/12/2016

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ხუდადოვის ტყის ტერიტორიაზე დღეს უკანონოდ მოწყობილი ღობეების დემონტაჟი განახორციელეს.
ღობეების დემონტაჟის პარალელურად, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა კი, 500 კვიპაროსი და 300 მთის ნეკერჩხალი დარგეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების დარგვა საგაზაფხულო რგვების სეზონზეც გაგრძელდება.
დღეს ადგილზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უკლება და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდნენ.

„ზედამხედველობის სამსახურის მიერ ტარდება ღონისძიებები ხუდადოვის ტყეში უკანონო შემოღობვებისა და მიწის მიტაცების ფაქტების აღკვეთის მიზნით. მიმდინარეობს ღობეების მოხსნა, მათი დემონტაჟი. პარალელურად, ხორციელდება გამწვანების ღონისძიებები. სამუშაოებში, ასევე, ჩართულია „თბილსერვის ჯგუფი“, მათი თანამშრომლები ასუფთავებენ ტერიტორიას“, – განაცხადა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი უკლებამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0