დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, 3 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად დაათვალიერა მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული სასმელი წყლის პროექტები და გაესაუბრა სოფელ კადოეთის და ლამოვანის ადგილობრივ მოსახლეობას.
წლების განმავლობაში აღნიშნულ სოფლებში არსებობდა სასმელი წყლის პრობლემა, რაც წყლის სისტემის რეაბილიტაციის შედეგად გადაიჭრა: სანიტარული დაცვის ღობეებით ადგილზე მოეწყო ორი ჭაბურღილი და ორი წყალშემკრები რეზერვუარი, რომელთა დაერთებაც მოხდა არსებულ ქსელზე. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, ხოლო შემსრულებელ კომპანიებს შპს „უნივერსალი“ და შპს „დაკო“ წარმოადგენენ.
ზაქარია ქუცნაშვილმა კადოეთსა და ლამოვანში პროექტები მოინახულა
04/07/2019