ქობულეთი საზაფხულო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი ცენტრალური პარკის მიმდებარედ პლაჟზე ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი. მოეწყობა ყვავილების, ფერების, ეგზოტიკური ხილისა და კოქტეილების ფესტივალები, გაიმართება გამოფენები, მასტერკლასები, კონკურსები, საგაზაფხულო კოლექციის ჩვენება, სპორტული შეჯიბრებები და საზღვაო გასართობი თამაშები, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ფიდეს რეგიონალური წარმომადგენლობის ორგანიზებით საჭადრაკო ტურნირი ჩატარდება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დაგეგმილ აქტივობებში. შეჯიბრებებში გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემა.
მთელი დღის განმავლობაში საფესტივალო განწყობის შესაქმნელად ანიმატორები, მუსიკალური ჯგუფები EL FLYIDS და BLOU SAUL, დიჯეი ოკა თურმანიძე, დავით ვოლკოვი და ნიკო გორგოშაძე იზრუნებენ. ფესტივალის წამყვანები ლადო ჯანელიძე და ხატია შამუგია იქნებიან. ქალაქის ქუჩებში დილიდან იმოძრავებს ავტობუსი, სადაც იქნება კარაოკე და სტუმრებს გამაგრილებელი სასმელებით გაუმასპინძლდებიან.
ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას ჯგუფი MIX2RA გამართავს.საღამო გვიანობამდე გაგრძელდება.
ზაფხულის ფესტივალი ქობულეთი 2018 გაიმართა
08/07/2018