ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებაა

06/02/2020

სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელ კომიტეტის წევრებთან გაიმართულ შეხვედრას დაესწრო. საქართველო, კერძოდ – ბორჯომი და ბაკურიანი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატად სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში კომისიის წევრებმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე დაათვალიერეს ფესტივალის,შეჯიბრებების პოტენციური ლოკაციები და საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საბაგიროები. კომისია ასევე გაეცნო ბაკურიანში ოლიმპიური სოფლისთვის შესაძლო ვარიანტებს. ასევე მათ მოისმინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ მომზადებული პრეზენტაცია, არსებული და სამომავლო გეგმები და პერსპექტივები. ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებაა, რომლის მასპინძლობაც ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს, როგორც ტურიზმის განვითარების, ასევე საქართველოს ზამთრის კურორტების ცნობადობის გაზრდის კუთხით. საქართველომ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილი გასულ წელს გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0