ზაზა გულიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მართავს

25/01/2019

ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები აგრძელებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. საერთო კრებები გაიმართა მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ტახტიძირში, არადეთში, დოღლაურში, საღოლაშენში და წვერში. შეხვედრაზე მოსულ მოსახლეობას თავად ჰქონდა საშუალება, განესაზღვრა თუ რა ტიპის პროექტი უნდა განხორციელებულიყო მათ სოფელში. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შეირჩა შემდეგი პრიორიტეტული პროექტები. კერძოდ: სოფელ ტახტიძირში – გარე განათება და მოსაცდელის მოწყობა; სოფელ არადეთში- სანიაღვრე არხის მოწყობა; სოფელ დოღლაურში-გარე განათება და სკვერის მოწყობა; სოფელ საღოლაშენში – წყაროების მოწყობა და სასაფლაოს შემოღობვა; სოფელ წვერში – წყაროს რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0