საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ -ზაზა გაბუნიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს რეგიონების გამოწვევებსა და მიზნებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციის კუთხით მიმდინარე რეფორმებზე.
შეხვედრისას, ხაზი გაესვა რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარების, მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის საკითხებს.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონების თანაბარი და უწყვეტი განვითარების პოლიტიკაზე და რწმუნებულების ინსტიტუტის შესახებ ისაუბრა.
“ვფიქრობ საჭიროა მათი როლის და შესაძლებლობების ინსტიტუციური ზრდაც, რომ მათი საქმიანობის ფორმალური საფუძვლები შესაბამისობაში იყოს არსებულ გამოწვევებთან. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი საკანონმდებლო-კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით მზად არის ასეთი სამუშაოსთვის” – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.