ვფიქრობ, მასობრივ სკლეროზთან გვაქვს საქმე

13/04/2016

ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “31 პროცენტმა რომ არ იცოდეს მისი მაჟორიტარი ვინ არის, ვფიქრობ, რომ რაღაც მასობრივ სკლეროზთან გვაქვს საქმე”. მისი თქმით , NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

”NDI-ის წინა კვლევების მიხედვით, ”ნაციონალები“ უსწრებდნენ ,,ქართულ ოცნებას“. ჩემთვის ყველაზე სერიოზული კვლევა კი საქართველოში არის არჩევნების შედეგები. როდესაც კვლევა გვეუბნება 31 პროცენტმა არ იცის მისი მაჟორიტარი ვინ არისო, ვფიქრობ, რომ რაღაც მასიურ სკლეროზთან გვაქვს საქმე. ეს არ არის ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური აქტიურობიდან გამომდინარე. მე ამ კვლევებთან დაკავშირებით ბევრი კითხვები მაქვს,“-განაცხადა ძიძიგურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0