ვფიქრობ ეს ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობისთვის” იყო დიდი შოკი

16/06/2016

სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მერაბიშვილთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებსას განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა, რომ მერაბიშვილი არის კანონიერი პატიმარი.

“შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთხელ ბეჭედი დაესვა იმას, რომ მერაბიშვილი არის კანონიერი პატიმარი. მას აქვს დანაშაული კონკრეტულ საქმეებში, რომელიც ჰქონდა წაყენებული და სასამართლომ გამოიტანა სწორი განაჩენი. მე ვფიქრობ ეს ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობისთვის” იყო დიდი შოკი, რადგან სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სასამართლომ მიიღო”, -განაცხადა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0