ვლადიმერ ძნელაძის ინიციატივით, პროექტი -„გაიცანი შენი პროფესია“ დაიწყო

07/04/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ, დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვლადიმერ ძნელაძემ, სამაჟორიტარო ბიუროსთან და „თბილისის საერთაშორისო სკოლასთან“ ერთად ახალი ერთობლივი პროექტი -„გაიცანი შენი პროფესია“ დაიწყო.
საპილოტე პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს მაჟორიტარმა წევრმა ვლადიმერ ძნელაძემ „თბილისის საერთაშორისო სკოლის“ მოსწავლე, მომავალი პილოტი ალექსანდრე ნიკოლაძე „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში“ პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით მიიყვანეს.
ალექსანდრე ნიკოლაძემ, რომელსაც საკუთარი გამოცდილება პილოტებმა გაუზიარეს, ავიასიმულატორზე პილოტ-ინსტრუქტორის მეშვეობით შესაბმისი მომზადებაც გაიარა. აღნიშნული პროექტი, რომლის მიზანს ახალგაზრდებისათვის პროფესიის არჩევის გამარტივება და სასურველი პროფესიის სპეციფიკის უკეთ გაცნობა წარმოადგენს, დამათავრებელი კლასის მოსწავლეების კერძო და საჯარო სტრუქტურებში გადანაწილებას და რამდენიმე დღიანი პრაქტიკის გავლას გულისხმობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0