ვიქტორ დოლიძე პარლამენტში ანგარიშით წარსდგა

20/07/2017

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების 6 თვის ანგარიშით წარსდგა. ანგარიშში სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაციაზე, კომუნიკაციის სტრატეგიაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოზე როგორც რეგიონებში, ასევე, კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებთან. ანგარიშში საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიას, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციასა და ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით ჩატარებულ მნიშვნელოვან საქმიანობას და ამ პროცესში პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. ასევე, სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოლოდინებზე დაისვა შეკითხვები და ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0