ვისურვებდი, პრეზიდენტს დაეკონკრეტებინა, თუ ვის გულისხმობდა მოძველბიჭო დაჯგუფებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა.
კითხვაზე, პრეზიდენტი ხომ არ შეიძლება მოძველბიჭოდ პირადად მასაც მოიაზრებდეს, მეჭიაურმა განაცხადა, რომ ის უკვე მმართველ გუნდს აღარ წარმოადგენს, ხოლო კრიტიკა ძველბიჭობას არ ნიშნავს.
” შარისთავები ყველგან არიან. აბა, ჩხუბები საიდან ხდება?! მაგრამ ასეთები მხოლოდ უმრავლესობაში არ არიან, არიან უმცირესობაშიც. პროვოცირებას უფრო ხშირად უმცირესობის მხარე აკეთებს. არა მგონია, რომ ცალკეული ჩხუბების გამო ძველბიჭობაზე უნდა ვილაპარაკოთ. არ მგონია, რაიმე მოძველბიჭო დაჯგუფება არსებობდეს, თუმცა, სპონტალურად ასეთ ქმედებებს ადგილი აქვს ხოლმე. იქედან გამომდინარე, რომ ზოგი ადგილს სიაში ელოდება, ხოლო ზოგი – მაჟორტარობას, შეიძლება, ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს. დაძაბულ ფონზე კი მკვეთრი რეაქციები მოსალოდნელია. სპორტშიც ასე ხდება. როცა სიტუაცია დაძაბულია, მაშინ უფრო ჩხუბობენ, მაგრამ როცა ყველაფერი გარკვეულია, მაშინ ყველაფერი მშვიდად მიდის. ძირითადად, ნერვებს გაურკვევლობის გამო ვერ თოკავენ ხოლმე”,- განაცხადა მეჭიაურმა.