ხობში „ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს“ გოდერძი ბუკია წარმოადგენს. ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.
„მინდა წარმოგიდგინოთ ქართული ოცნების კანდიდატი გოდერძი ბუკია. ბატონ გოდერძის დაახლოებით 20 წელია ვიცნობ. მოგეხსენებათ, რომ მთავრობამდე გარკვეული პერიოდი კერძო სექტორშიც მომიწია მუშაობა და ბატონი გოდერძი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობით, განსაკუთრებული სიყვარულით თავისი კუთხის, თავისი ხობის მიმართ. ყველა ადამიანი ვისაც სურვილი აქვს აგური დადოს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, ვისაც უნდა, რომ კეთილდღეობა მოიტანოს ჩვენი მოქალაქის ოჯახში, ერთიანდება ჩვენთან ერთად.“ -განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ხობში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა:
„ხობში ჩვენ გვაქს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, სპორტული კომპლექსების მშენებლობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესების, ოჯახური სასტუმროების განვითარების და ამისთვის ფინანსური ხელშეწყობის. და რა თქმა უნდა ადგილობრივი წარმოების პოტენციალის განვითარების რისთვისაც, სხვათა შორის, ბატონი გოდერძი მუხლჩაუხრელად ყოველდღე ზრუნავდა და მომავალშიც იზრუნებს.”- განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.