ვინც არ იცის გეტყვით, რომ მთავრობაში ცვლილებები უკვე განხორციელდა

13/01/2016

ვინც არ იცის გეტყვით, რომ მთავრობაში ცვლილებები უკვე განხორციელდა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მინისტრთა კაბინეტში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

“მთავრობაში იგეგმებოდა ცვლილებები და მოხდა უკვე ცვლილებები. სამი კვირის წინ ჩვენ ნდობა ახალ მთავრობას გამოვუცხადეთ. თუ ჯერ არ გაგიგიათ იმასაც გეტყვით, რომ პრემიერ-მინისტრი არის გიორგი კვირიკაშვილი”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0