საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული მოვლენების პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებს. ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი კვირიკაშვილი ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიმართვას გამოეხმაურა.
“ამ განცხადებას გავეცანი. იქ არის აღწერილი მთელი ეს პროცესი, ის ალიაქოთი რაც იყო ატეხილი. მინდა ვთქვა. რომ მე ვარ პარტიის ლიდერი, მაგრამ ამავე დროს ვარ პრემიერ-მინისტრი და ვინაიდან ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ. ისე, რა თქმა უნდა, ეჭვის საბაბი ყველას აქვს, რადგან მეთოდები, რა მეთოდებითაც წყდებოდა მთლიანად ქვეყნის მართვა, ყველასთვის ცნობილია,”- განმარტა პრემიერმა.