ვეცდები, საპარლამენტო სიაში არ ვეძებო ადგილი

03/04/2016

ვეცდები, “ეროვნულ ფორუმს” პოლიტიკურ კამპანიასა თუ ორგანიზაციულ საკითხებში დავეხმარო და მაინც და მაინც საპარლამენტო სიაში არ ვეძებო ადგილი, – ასე უპასუხა პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ ჟურნალისტების კითხვას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში.

“საპარლამენტო სია პარტიული ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით შედგება. ვფიქრობ, ჩვენთან საკმარისი რაოდენობაა ადამიანებისა, რომელთა შემადგენლობითაც შეიძლება საპარლამენტო სია დაკომპლექტდეს. მაქსიმალურად ვეცდები, მე თვითონ თავი ავარიდო ამ საპატიო ვალდებულებას. პარტიაში საქმე ისადაც ბევრი იქნება – ვეცდები, იქნება ეს პოლიტიკური კამპანია თუ ორგანიზაციული საკითხები, პარტიას მივეხმარო და მაინც და მაინც საპარლამენტო სიაში არ ვეძებო ადგილი”, – განაცხადა შარტავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0