„ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ გაბათილებული ბიულეტენების უმრავლესობა ოპოზიციის კანდიდატებს ეკუთვნოდა“ – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ეკა ბესელია ოპოზიციის ბრალდებებს.
დეპუტატის განცხადებით არა სამართლიანია იმის თქმა, რომ გაბათილებული ბიულეტენების უმრავლესობა ოპოზიციის კანდიდატებს ეკუთვნოდა. მისივე თქმით, საჭიროა ამომრჩეველს კარგად ავუხსნათ ხმის მიცემის ყველა დეტალი, ბათილი ბიულეტენების მაღალი რაოდენობის თავიდან ასაცილებლად.
„ზოგადად ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ამ არჩევნებზე მაღალი იყო, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს იყო ოპოზიციის ხმები ეს არის არასამართლიანი. შეგვიძლია მარტივად ყველა უბნის კომისიის წევრს ვკითხოთ, იქ უმეტესობა იყო მართველი პარტიის კანდიდატების ხმები. პრობლემას მე უფრო ვხედავ იმაში, რომ საჭირო არის ამომრჩეველს კარგად ავუხსნათ ხმის მიცემის ყველა დეტალი, რომ არ მივიღოთ ამდენი ბათილი ბიულეტინი. ნამდვილად ვერ გავიზიარებ იმას, რომ გაბათილებული ბიულეტენების უმრავლესობა ოპოზიციის კანდიდატებს სასარგებლო იყო“ – აცხადებს ეკა ბესელია.
ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ გაბათილებული ბიულეტენების უმრავლესობა ოპოზიციის კანდიდატებს ეკუთვნოდა
17/10/2016