საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, სოფელ ველისციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს. სამუშაოები ითვალისწინებს სოფელი ველისციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელი სახლის, სოფელი ველისციხის თეატრისა და მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა – გიორგი შენგელიამ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – ირაკლი ქადაგიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ველისციხეში სარეაბილიტაციო პროექტები დაათვალიერეს, სადაც არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
სოფელი ველისციხის, როგორც უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე დასახლებისთვის ურბანული განახლების პროგრამის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი სოციალური და ეკონომიური პირობების გაუმჯობესებასა და ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.
ველისციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება
25/03/2019