ვახტანგ მაისურაძე, მაღალმთიან სოფელ ცხავერის და გოსტიბეს მოსახლეობას შეხვდა

Saturday February 17th, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ახალციხის ადმინისტრაციული ერთეულის მაღალმთიან სოფელ ცხავერის და გოსტიბეს მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გაიმართა. ადგილობრივებმა დასახელებული საკითხებიდან გადაწყვეტილება მათთვის პრიორიტეტულ საკითხზე მიიღეს. შერჩეული პროექტები წლის ბოლომდე, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0