ვახტანგ მაისურაძე, კასპელ ახალგაზრდებს შეხვდა

Thursday February 29th, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი სოსიაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად კასპელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა კასპის პროფესიულ კოლეჯში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა არსებულ გამოწვევებზე, ახალ იდეებსა და ამ იდეების განხორციელების გზებზე ისაუბრეს. შეკრებილებმა მათთვის საინტერესო ინიციატივებიც გააჟღერეს, რაც მუნიციპალიტეტში მეტი სპორტული და ახალგაზრდული სივრცის, დებატების კლუბისა და ბიბლიოთეკის მოწყობას გულისხმობს. ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს ვახტანგ მაისურაძემ და პარლამენტის წევრებმა უპასუხეს და სამომავლო გეგმებიც გააცნეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც მოეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0