მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლნისელმა მკლავჭიდელმა ვახტანგ ლაბაძემ, მარცხენა ხელით 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მეორე ადგილი დაიკავა. ის ჩინელ სპორტსმენს დაუპირისპირდა, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობდა. ჩემპიონატი ანტალიაში გაიმართა, მასში 50 ქვეყანა მონაწილეობდა.
დავით შერაზადიშვილმა ბოლნისელ მკლავჭიდელს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული გამარჯვება მიულოცა.
ვახტანგ ლაბაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
20/10/2018