ვარშალომიძის დაბრუნებაზე ცალკე კინო უნდა გადავიღოთ, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის დაბრუნებას და დახვედრას, რომელიც ადგილობრივებმა მოუწყვეს.
“ვარშალომიძე არ არის ის პიროვნება, რომელიც რაიმეს აშენებდა და შემოქმედია. რაღაც პერიოდში იყო რეგიონული ხელისუფლების სათავეში, ახასიათებდა მმართველობის კლანურობა და ინტელექტუალურად დიდად არ გამოირჩევა. ამის თქმა შემიძლია მხოლოდ. როგორც ადამიანის მიმართ, მე მის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება არ მაქვს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ლევან ვარშალომიძე, რომელიც ბოლო წლებში უკრაინაში ცხოვრობდა და მუშაობდა, გუშინ ბათუმში დაბრუნდა.