ვარშავის სამიტმა, წესით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე უსაფრთხოების წესრიგის დასამყარებლად

Friday July 8th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ვარშავის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და სამიტთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

„ვარშავის სამიტმა, წესით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე უსაფრთხოების გამკაცრების განსაკუთრებული და ახალი წესრიგის დასამყარებლად. სამიტის შემდეგ კი დაიწყება მუშაობა, რათა გაეცეს პასუხი კითხვას – „როგორ“. სწორედ, ამ პროცესში ვითხოვდით, რომ საქართველო ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის მსგავსად მჯდარიყო მაგიდის გარშემო… ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებაზეც, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია ქართული სახელმწიფოსთვის და ფრანგული კონტრაქტები ამის დასტური იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც გააკეთა ამ საკითხზე განცხადება. რა თქმა უნდა, ამან კიდევ უფრო გაგვიმყარა რწმენა, რომ მოლოდინი რომელიც გვაქვს და შეთანხმება, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით არსებობს, დადასტურდება სამიტზე და უკვე ნატოს სისტემის, ნატოს ქსელის თანამონაწილე გახდება საქართველო“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0