ვაჟა ლელუაშვილი ცდილობდა ორმაგ თამაშს

10/04/2016

მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ ვაჟა ლელუაშვილზე “მის ყოფილ პატრონებს” კომპრომატები ჰქონოდათ. როგორც არეშიძემ განაცხადა, მან არ იცის, ცდილობდა თუ არა ხელისუფლება ლელუაშვილის გამოყენებას, თუმცა დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” მისგან ინფორმაციის მიღებას ეცდებოდა.

“მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ არ არის გამორიცხული, ლელუაშვილისნაირ პიროვნებაზე, რომელიც სხვაზე ქმნიდა კომპრომატებს, მის ყოფილ პატრონებს მასზე ჰქონოდათ კომპრომატები. ის ცდილობდა ორმაგი თამაშით თამაშს როგორც ჩანს. ნაწილობრივ აქეთაც იყო, ნაწილობრივ იქითაც იყო დარჩენილი. ეს გარდაბანში, ბოლოს გამართულმა გამგებლის არჩევნებმაც გამოაჩინა. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გამოაცხადა, თითქოს ის ლამის შტაბის უფროსად იყო წარმოდგენილი. ტყუილია ეს ამბავი. ის პოზიციონირებდა, თითქოს “ქართულ ოცნებას” უჭერდა მხარს, სინამდვილეში ის ქსელი, რომელიც მას გარდაბანში ფართოდ ჰყავს და რომელიც ჩემთვის ცნობილია, ეს ქსელი ისევ თავის ყოფილ პატრონებისთვის მუშაობდა. ეს მისი სტილია”, – აღნიშნა არეშიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0