ვანის მუნიციპალიტეტში ქ.ვანის ზედავანთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 400 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 196 855 ლარი დაიხარჯა.
ასფალტთან ერთად აღნიშნულ გზაზე მოეწყო 250 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის კიუეტი.
ქ. ვანის N2 საჯარო სკოლასთან რეაბილიტირდა 30 მეტრი სანიაღვრე არხი ცხაურით.
ასევე ასფალტის საფარის ორივე მხარეს მოეწყო გამწვანების ზოლი და შეივსო ნაყოფიერი გრუნტით.
26 მაისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ი/მ დავით სიჭინავამ განახორციელა.
ვანში 26 მაისის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო
24/08/2016