ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში ძლიერი წვიმის შედეგად დანგრეული საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო .
ადგილზე იმყოფებიან საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები ,მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს მდინარის გადაგდების სამუშაოები.
„როგორც კი მდინარეს ძველ კალაპოტში დავაბრუნებთ,მაშინვე დავიწყებთ გზის აღდენას, ამას ალბათ რამოდენიმე დღე დაჭირდება, ძველი გზის ადგილას ფუნდამენტს დიდი ლოდებით შეკრული დამბით გავამაგრებთ და სრულად აღვადგენთ საავტომობილო გზას.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე საუბარი იყო იმაზეც,რომ გზის აღსადგენად საბავშვო ბაღის ეზო იქნებოდა გამოსაყენებელი თუმცა დღეის მდგომარეობით ამის საჭიროება აღარ არსებობს,საბავშვო ბაღის ეზოს საერთოდ არ შევეხებით მდინარე სულორს ძველ კალაპოტში დავაბრუნებთ და გზაც პირვანდელი სახით იქნება აღდგენილი.“
განაცხადა ჩვენთან საუბარში საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.
ამავდროულად მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები,რომელსაც გამგებელი ზაზა ხურციძე პირადად ხელმძღვანელობს.
პარალელურად გამგეობაში გამოყოფილი მობილური ჯგუფები ვანის ყველა სოფელში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან.
როგორც გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ ორშაბათისთვის უკვე ზარალის ზუსტი ოდენობა გახდება ცნობილი.
ვანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო
10/07/2016