ვანს განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი ექნება

28/05/2016

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითრების ფონდმა ,ვანის არქეოლოგიური მუზეუმის და ნაქალაქარის ტერიტორიის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
ამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკის და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვანის არქეოლოგიური მუზეუმის,ნაქალაქარის ტერიტორიის, მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და მუზეუმის სპეცალური ინვენტარით აღჭურვა. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ არ ჩატარებია რეაბილიტაცია. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში კი ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება,რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ვანში და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
მიმდინარე სამუშოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა,კულრტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ,მსოფლიო ბანკის მისიის დირექტორთან, ეროვნული მუზეუმის დირექტორთან,მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან,საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთნ ერთად დაათვალიერა.
ამჟამად მიმდინარეობს ვანის მუზეუმის ნაკრძალის კეთილმოწყობის სამუშაოები;კერძოდ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ფრაგმენტების:კარიბჭის, მოზაიკური ტაძრის, მრგვალი ტაძრის სამლოცველოს ზედა ტერასის,ბავშვის სამარხის ზედა ტერასის გადახურვის სამუშაოები. ამავდოულად შეკეთდება ფეხით მოსიარულეთა ხიდი,რომელიც მუზეუმს არქეოლოგიურ ზონასთან აკავშირებს. გათხრების ზონაში კი მოეწყობა საინფორმაციო სტენდები , დამონტაჟდება სანაგვე ურნები და მოსასვენებელი სკამები.საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე წლის ზაფხულში იწყებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქციას. ძველი შენობის ადგილზე აშენდება ახალი შენობა, მოეწყობა ავტოპარკი, აქედან ორი სადგომი შშმ პირთათვის. შენობაში გათვალისწინებულია ასევე საგანმანათლებლო სივრცის და მცირე ბიბლიოთეკის მოწყობა, შენობაში განთავსდება ასევე ლაბორატორია, კაფეტერია, და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისთვის.რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლისა და კანალიზაციის ქსელს.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაზე ტენდერი გამოცხადებულია და სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული ჯკომპანიის გამოვლენისთნავე დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0