ვანო მერაბიშვილის შეწყალებას არ განვიხილავ

27/06/2016

ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მე არ განვიხილავ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორიგ მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა ამით უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის საბჭოს დეპუტატების განცხადების შემდეგ პრეზიდენტი შეხვდა სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილს და მოისმინა მისი პატიმრობის შესახებ მდგომარეობა, ამის შემდეგ თუ დაინტერესდა პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის საქმით, რადგან ევროპარლამენტარების წერილში იყო კონკრეტული მოწოდებები, გამოეყენებინა პრეზიდენტს კონსტიტუციური უფლება.
როგორც გიორიგ მარგველაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე მის ადმინისტრაციაში არაერთი განცხადება გაკეთდა და პოზიცია არ შეცვლილა.
”ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა ჩვენი ადმინისტრაციის მხრიდან. პასუხი არის ძალიან ნათელი – ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მე არ განვიხილავ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0