ვანი-სულორის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მეორე-მეშვიდე კილომეტრზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა დაათვალიერეს. ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოხდება საავტომობილო გზისა და ხიდის სრული რეაბილიტაცია.
დაიგება 5 კმ ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, ცხაურები, წყალგამტარი არხები და გზის გვერდულები, რაზედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 100 000 ლარი დაიხარჯება. როგორც სპეციალისტები აცხადებენ სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანხმად აღნიშნული გზის რეაბილიტაცია 2 თვეში დასრულდება.
ვანი-სულორის გზაზე რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს
11/03/2019