ვამაყობ პროექტებით, რომელიც ენერგეტიკის დარგში განხორციელდა

09/03/2016

როგორც რიგითი მოქალაქე, ვამაყობ პროექტებით, რომელიც ენერგეტიკის დარგში განხორციელდა, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის დღეს აპირებს დეპუტატებს მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული პროექტების, სამომავლო გეგმების თაობაზე და მათ კითხვებს უპასუხოს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საგარეო ურთიერთობათა გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო. დეპუტატებთან ერთად მინისტრის მოსასმენად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც მივიდნენ. როგორც სხდომის დაწყების წინ აღინიშნა, კახა კალაძემ უნდა განმარტოს რამდენად რეალურად სჭირდებოდა საქართველოს რუსული გაზის დამატება, თუკი ქვეყნის საკმარის გაზმომარაგებას კომპანია “სოკარი” უზრუნველყოფდა და რატომ კეთდებოდა ამ თემაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0