ვამაყობთ, რომ 1921 წლის 21 თებერვალს მივიღეთ ისეთი უზენაესი კანონი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო

21/02/2017

ირაკლი კობახიძე მოსახლეობას საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის 96 წლისთავს ულოცავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია სწორედ 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება.

”დღეს 96 წელი შესრულდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოკუპაციის გამო 1921 წლის კონსტიტუციამ მხოლოდ რამდენიმე დღე იმოქმედა, განუზომლად დიდია ამ სამართლებრივი დოკუმენტის როლი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საქმეში. ჩვენ ვამაყობთ, რომ 1921 წლის 21 თებერვალს მივიღეთ ისეთი უზენაესი კანონი, რომელიც მაშინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია სწორედ 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება, რაც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მდიდარ სამართლებრივ ტრადიციებს. გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს!” – აღნიშნულია განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0