ვალერი ფოცხვერიამ გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე კაპიტონაზე დასრულებული 320 მ. სიგრძის გაბიონი დაათვალიერა

18/02/2019

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე კაპიტონაზე დასრულებული 320 მ. სიგრძის გაბიონი დაათვალიერა. ვალერი ფოცხვერია დღესვე კორმაღალში მცხოვრები მაყვალა თევზაძესაც ესტუმრა, რომლის სახლიც მეწყერსაშიშ ზონაშია და გაბიონის მეშვეობით, დაშვავებას გადაურჩა. ქალბატონი მაყვალა მადლობას უხდის ადგილობრივ ხელისუფლებას გაწეული დახმარებისთვის და გვერდით დგომისთვის. სამუშაოები სტიქიის ფონდიდან დაფინანსდა და სამომავლოდ დამატებით, 800 მ. გაბიონის მოწყობაა დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0