თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით მდებარეობს. პროექტი 3,7 კმ-იანი 4 ზოლიანი საავტომობილო გზისა და 6 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიწის ვაკისის ექსკავაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 63,888,887.69 ლარს შეადგენს. სამუშაოების ვადად 18 თვეა განსაზღვრული.
ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
08/02/2022