ე.წ. ,,სპორტულის ბინის” მოსახლეობა წყალზე მრიცხველების დამონტაჟებას აპროტესტებს

21/02/2019

დღეს რესპუბლიკის N10-ში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელთა გამოჩენას ხმაური მოჰყვა. ე.წ. “სპორტულის ბინის” მოსახლეობა წყალზე მრიცხველების დამონტაჟებას აპროტესტებს. მათ დღეს კომპანიის თანამშრომლებს სამუშაოების გარძელების საშუალება არ მისცეს. ადგილობრივების განცხადებით აუცილებელია საწყის ეტაპზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამის შემდგომ გამრიცხველიანების დაწყება. ვითარებას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია და ქალაქის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი თენგო ცაგურია. შეგახსენებთ, სემეკის 32-ე დადგენილების თანახმად, 2018 წლიდან წყალზე გამრიცხველიანება სავალდებულოა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0