ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი

21/01/2019

2018 წელს მცხეთის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში – ბიწმენდში, ქსოვრისში, ნავდარაანთკარში, ჩანადირთკარში, ჟებოტასა და თეგერაანებში, სასმელი წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტები „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით და ამერიკული ორგანიზაციის “LDS-Charities” დაფინანსებით განხორციელდა.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შალვა კერესელიძემ განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მოისმინა.

„ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. ერთობლივი მუშაობით, რეგიონის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელება შევძელით. იმედი გვაქვს, პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება.”

მხარის რწმუნებულმა სხვა ჰუმანიტარულ აქტივობებზე, მათ შორის, წინასაახალწლოდ მოსახლეობისთვის სიმბოლური საჩუქრების გადაცემაზე ისაუბრა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0