ესპანური კომპანია უწერაში ბალნეოლოგიურ ცენტრს ააშენებს

Thursday July 7th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე მსოფლიოში აღიარებული გამაჯანსაღებელი სპა და ბალნეოლოგიული ცენტრების მფლობელი ესპანური კომპანია Relais of Termal Group-ის გენერალურ დირექტორს ფერნანდო ფრაილე გარსიას და საქართველოს საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
ესპანეთის დელეგაციის წევრები რაჭას საინვესტიციო წინადადებებით ესტუმრნენ და შეხვედრის ძირითად მიზანს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივები წარმოადგენდა. გუბერნატორმა სტუმრებს მხარეში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და მათთან ერთად რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი მიმოიხილა.
ესპანური მხარე აქცენტს უწერის საკურორტო ზონის განვითარებზე აკეთებს, რაც ბალნეოლოგიური–სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას და მის შემდგომ განვითარებას ითვალისწინებს.
რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მდიდარია კურორტებითა და საკურორტო ადგილებით, სადაც ასამდე სამკურნალო-მინერალური და გოგირდოვანი წყალი მოიპოვება. გარდა ამისა არსებობს უაღრესად საინტერესო ისტორიულ–კულტურული ძეგლები მღვიმეები, ულამაზესი ტბები და წყალსაცავები… მხარეში არსებული პოტენციალი და მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროექტები მიმზიდველ გარემოს ქმნის ინვესტორებისთვის და ქმნის რეალურ წინაპირობას წარმატებით გავითარდეს ტურიზმის თითქმის ყველა სახეობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0