ესენი არიან რეპრესირებული ადამიანები და სრულიად ბუნებრივია, რომ საკუთარ ინვესტიციას დებენ იმაში, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში

19/11/2018

„ეს იყო კონკრეტული ადამიანების ინიციატივა, იმ ადამიანებისა, რომლებმაც განიცადეს წნეხი თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ესენი არიან რეპრესირებული ადამიანები. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ ისინი საკუთარ ინვესტიციას დებენ იმაში, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდეს ნაციონალური მოძრაობა საქართველოში. ამაზე ჩვენც ვართ, ბუნებრივია, პასუხისმგებელნი. „ნაციონალური მოძრაობის“ არ დაბრუნებაზე არის, პირველ რიგში, პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისში განთავსებულ „ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, ბანერების განთავსების ინიციატორები ბიზნესმენები არიან, რომლებთანაც კომუნიკაცია გარკვეულ საკითხებში დახმარებასთან დაკავშირებით შედგა, ხოლო რაც შეეხება ბანერების შინაარსს, ეს ბიზნესმენებმა თავად გადაწყვიტეს.

„ესენი არიან ბიზნესმენები. ჩვენ გვქონდა მათთან კომუნიკაციაც, ესეც შემიძლია დაგიდასტუროთ. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ესაჭიროებოდათ გარკვეული დახმარება, მათშორის, ტექნიკური. ამ საკითხზე გვქონდა ჩვენ კომუნიკაცია ამ ბიზნესმენებთან. რაც შეეხება, შინაარს, შინაარსი იყო მათი გადაწყვეტილება, მათი ამოცანა გახლავთ ის, რომ არ დაუშვან „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება და ეს არის სრულიად ბუნებრივი. ისინი არიან რეპრესირებული „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ. აქედან გამომდინარე,მათი სულისკვეთება და მათი მიზანი არის სრულიად ბუნებრივი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0