ეროვნულ სატყეო სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

01/08/2022

ეროვნულ სატყეო სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ირაკლი მუკნიაშვილი სააგენტოს თანამშრომლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ წარუდგინა. ირაკლი მუკნიაშვილი დღემდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა წლებში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში, ხოლო 2014-2017 წლებში იკავებდა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის თანამდებობას. მან სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე არჩილ ნიკოლეიშვილი ჩაანაცვლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0