საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტირებულ სამხედრო ატაშეთა ასოციაციასთან.
დავით რაქვიაშვილმა სტუმრებს გააცნო ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები და ყურადღება გაამახვილა ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში სტრუქტურის ფუნქციაზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე.
შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ატაშეები დაინტერესდნენ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებისა და რეგიონული უსაფრთხოების თემებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების მდივნის მოადგილეები – თეონა აქუბარდია და შოთა ღვინერია.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტირებულ სამხედრო ატაშეთა ასოციაციასთან
26/09/2017