სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით, „ეროვნული სამხედრო სტრატეგიის“ განახლებაზე მომუშავე უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაზვერვის სამსახურის,თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმსჯელეს „ეროვნული სამხედრო სტრატეგიის” განახლების ფორმებზე და მეთოდებზე. დაიგეგმა სამუშაო ჯგუფის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები და მორიგი შეხვედრა.
„ეროვნული სამხედრო სტრატეგიის“ განახლებაზე მუშაობა გრძელდება
18/05/2016