„ეროვნული სამხდრო სტრატეგიის“დოკუმენტის განახლებაზე მუშაობა დაიწყო

28/04/2016

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით, უწყებათაშორისმა ჯგუფმა „ეროვნული სამხდრო სტრატეგიის“ დოკუმენტის განახლებაზე მუშაობა დაიწყო. ჯგუფის სამუშაო შეხვედრა საბჭოს აპარატში გაიმართა.
შეხვედრაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაზვერვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
განისაზღვრა უწყებათაშორისი ჯგუფის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0