ერის ისტორიაში დროშას ყოველთვის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება

14/01/2019

სრულიად საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს, ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც დილიდან შესაბამისი განწყობა იგრძნობა. დროშები გამოიფინა როგორც ადმინისტრაციულ შენობებზე, ასევე ცენტრალურ ქუჩაზე.
საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად, 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობელის სიმბოლური გამოსახულებაა.

“ერის ისტორიაში დროშას ყოველთვის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება. სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად. მოგეხსენებათ, ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, რაც დამტკიცებულია მსოფლიო ჰერალდიკის საბჭოს მიერ. მინდა ყველას მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0