ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2941 ლარი გახდა

24/06/2016

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2941 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2941 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0510 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5377 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5603 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0226 ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0