ერთადერთი აქცია, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია 8 ოქტომბრის საღამოს

25/09/2016

ერთადერთი აქცია, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია 8 ოქტომბრის საღამოს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, როდის გეგმავს მმართველი ძალა აქციის ჩატარებას თბილისში.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი ძალა აქციის გამართვას და ქუჩების გადაკეტვით საზოგადოებისთვის დისკომფორტის შექმნას არ აპირებს.

„ჩვენ ვართ მმართველი ძალა, ხელისუფლებაში ვართ და არ ვიცი, ვის უნდა მოვუწყოთ აქცია. ჩვენ, პრაქტიკულად მოგებული გვაქვს არჩევნები და არანაირ აქციას და, მით უმეტეს, დისკომფორტის შექმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ქუჩები გადავკეტოთ და მოძრაობა ჩავკეტოთ, არ ვაპირებთ. ერთადერთი აქცია, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია 8 ოქტომბრის საღამოს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0