ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია აქტიურად განაგრძობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ელექტროგამრიცხველიანებას. სამუშაოები ამჟამად სოფელ სილაურში მიმდინარეობს.
პროექტი ელექტროქსელის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ძველი ამორტიზირებული ხის ბოძები იცვლება ახალი რკინა–ბეტონის დგარებით, მთლიანად იცვლება მოძველებული მიწისზედა და მიწისქვეშა საკაბელო სისტემები, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები, იჭიმება ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.
მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას აბონენტების ხარისხიან და სტაბილურ ენერგომომარაგებას.
ენერგო–პრო ჯორჯია აქტიურად განაგრძობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ელექტროგამრიცხველიანებას
24/10/2016