საქართველოში ,,მზის გვირილა“ პირველად ქუთაისში დამონტაჟდა. იდეა ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური განვითარების განყოფილებას ეკუთვნის. სკვერი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა , ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა , USAID-ის , ვინროკ ინტერნეიშენალის და არასამთავრობო ორგანიზაცია ენერგო ეფექტურობის ცენტრის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ე.წ. „მზის გვირილა“-სთან თავმოყრილია USB დასამუხტი წერტილები , მოსასვენებელი სკამები განათებით, გამწვანება და მზის ენერგიაზე მომუშავე სანათი წერტილები. აღნიშნული ტექნოლოგიური ინსტალაცია, დღისით მასზე განთავსებული მზის ბატარეების მეშვეობით, იღებს საჭირო ენერგიას და გამოიყენება როგორც ავტონომიური დასამუხტი საშუალება, რაც უფრო მეტად ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს. ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნის შემდეგ სექტემბრერში აღნიშნულ სკვერში ხელმისაწვდომი იქნება WI-FI, ელ. ბიბლიოთეკა და სხვადასხვა ინფორმაციის მიღება QR კოდების მეშვეობით.
ენერგო ეფექტური სკვერი ქუთაისში
01/07/2016