ემტეესის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები არასოდეს არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი საკანალიზაციო სისტემით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს. საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების შემდეგ გამგეობა დასახლებაში ქუჩების რეაბილიტაციას გეგმავს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური მაგისტრალი, შიდა ქსელი და მოხდება საკანალიზაციო სისტემაზე მოსახლეობის დაერთება, ასევე მოეწყობა სატუმბი სადგური, საიდანაც ფეკალური მასები ქალაქის ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემაზე დაერთდება.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 054 799 ლარი დაიხარჯება. პროექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.
გასულ წელს ემტეესისა და კარიერის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემების მოწყობისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ორი სატუმბი სადგური, მდინარე კინტრიშზე წყლის მილმდენების გადატარების კასკადი, ტუმბოების სანიტარული ღობეები და ქვიშდამჭერები. პროექტის განხორციელებისთვის 1 657 444 ლარი დაიხარჯა.
ემტეესის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს
03/09/2016