ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრა სპეციალური მეთოდის – რისკის დონის განსაზღვრის ინდიკატორის საფუძველზე განხორციელდება. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ საქმიანობას, სადაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის რისკი უფრო მაღალია. აღნიშნული მეთოდის საშუალებით დადგინდება ისეთი დარგები, რომლებიც ერთი შეხედვით არ წარმოადგენენ საფრთხისშემცველ საქმიანობებს, თუმცა მათი სპეციფიკის გათვალისწინებით მავნეა ადამიანის (დასაქმებულის) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. შესაბამისად, შრომის ინსპექციის მიერ ასეთი დარგების შემოწმება მაღალი ინტენსივობით განხორციელდება, რათა დროულად იქნეს იდენტიფიცირებული დარღვევა და განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები.
ასევე განისაზღვრა ობიექტების შემოწმების პერიოდულობაც. შრომის ინსპექცია კონკრეტული ორგანიზაციების შემოწმებას შესაბამისი გეგმა-გრაფიკის საფუძველზე განახორციელებს. ახალი სტანდარტი ერთის მხრივ, შესაძლებლობას მისცემს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს შეადგინოს შესამოწმებელი ობიექტების გეგმა, ხოლო მეორეს მხრივ, დამსაქმებელს ექნება ზუსტი ინფორმაცია მისი შემოწმების პერიოდულობის შესახებ.
ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგები განისაზღვრა
06/02/2020