ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმებზე იმსჯელეს

23/01/2016

დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტარტაპების დაფინანსების მექანიზმები იქმნება, – ამ თემაზე ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭოს წევრებმა სტარტაპების დაფინანსების სტრუქტურა, პრინციპები და ძირითადი მექანიზმები განიხილეს.
დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების ჩამოყალიბების პროცესში, საქართველოს მთავრობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას გაიზიარებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0